• ALPHA SAFETY - ეს არის ახალი მოთამაშე ბაზარზე, რომელსაც გააჩნია ამბიცია გახდეს ერთ ერთი ლიდერი კომპანია შრომის უსაფრთხოების დაცვის და რისკების კონტროლის კუთხით. ჩვენი მიზანია არამარტო ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე რისკების შეფასების შემდგომ, მათი სრულად აღმოფხვრის და ნულ ნიშნულამდე დაყვანის პროცესი.
• ისტორია: კომპანიის დამფუძნებელს, ჯერ კიდევ 2007 წელს მიენიჭა ამერიკის საელჩოში სპეც კურსის გავლის შემდეგ HSE - მენეჯერის კვალიფიკაცია და იქიდან მოყოლებული დღემდე მუდმივად ამ საქმიანობით არის დაკავებული. მისი მომსახურებით უსარგებლიათ როგორც 2 ადამიანით დაკომპლექტებულ სილამაზის სალონს, სტომატოლოგიურ კლინიკას თუ ტანსაცმლის ბრენდულ მაღაზიას, კაფე რესტორანსა თუ სწრაფი კვების ობიექტს, ასევე 150 ადამიანით დაკომპლექტებულ საოფისე სივრცესა და მაღალი რისკის მქონე სამშენებლო ობიექტს. საყურადღებოა ის ფაქტი რომ ამ 18 წლის განმავლობაში არც ერთ ზემოთ ხსენებულ ობიექტზე არ მომხდარა არანაირი ინციდენტი. სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას, თამამად შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენი მომსახურება.
• ძირითადი უპირატესობები:
o კანონმდებლობასთან შესაბამისობა: იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბოლო სამუშაო ლიცენზია გაცემულია 2025 წლის აგვისტოს თვეში, გვაძლევს გარანტიას რომ დაგპირდეთ - ჩვენი საქმიანობა ფეხდაფეხ მიყვება და შესაბამისობაშია კანონმდებლობის უახლეს ცვლილებებთან, რაც დამატებით უზრუნველყობს ჩვენი კლიენტების სიმშვიდეს და დაცულობას.
o ექსპერტთა გუნდი: გარდა იმისა რომ კომპანიას შემადგენლობაში ყავს კვალიფიციური კადრების შესაბამისი რაოდენობა, მას ასევე პარტნიორებად გააჩნია რამოდენიმე ათეული სერთიფიცირებული და საქმეში გამოცდილი სპეციალისტი და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის, სიდიდის და სირთულის ობიექტების მომსახურება.
• ჩვენი მიდგომა: ახალ ობიექტთან თანამშრომლობის დაწყებისთანავე, ხელმძღვანელ პირთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენს მიერ ხდება როგორც შენობა ნაგებობის და გარე ტერიტორიის სრული ინსპექტირება და შესწავლა, ასევე დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება. ხდება ყველა არსებული თუ მოსალოდნელი საფრთხის გამოვლენა, რისკების შეფასება და მუშაობა მათ სრულ აღმოსაფხვრელად. ჩვენი მიზანია ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან შევქმნათ მეგობრული გარემო, სწორად წარმოვაჩინთ და დავანახოთ თითოეული საფრთხე, ასევე დავარწმუნოთ რომ ეს არ არის მხოლოდ დირექციის და ჩვენი საზრუნავი, არამედ ესაა მთელი კოლექტივის საერთო პრობლემა, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული და გულდასმით ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, მით უფრო მალე ხდება ყველა საფრთხის განეიტრალება და ნაკლებია ინციდენტების მოხდენის ალბათობა.
სერვისები
• შრომის უსაფრთხოების აუდიტი: არსებული მდგომარეობის სრულყოფილი ანალიზი და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება.
• რისკების იდენტიფიცირება და შეფასება: რისკის მატრიცების შექმნა, პრევენციული ღონისძიებების გეგმის შემუშავება.
• უსაფრთხოების მართვის სისტემა: ობიექტის დანიშნულებასთან და ფუნქციებთან შესაბამისობაში მოყვანილი შრომის უსაფრთოების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, წესების, ინსტრუქციების, პროგრამებისა და პროცედურების შემუშავება.
• შიდა ნორმატიული აქტები: სამუშაო ადგილის ინსტრუქციები, ბრძანებები, ჟურნალები და ა.შ.
• საავარიო და სახანრო სიტუაციების გეგმები.
• შრომის უსაფრთხოების ზოგადი და სპეციფიკური ტრენინგები (კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად).
• დაბალი და მაღალი რისკის ობიექტებზე სამუშაოების სწავლება (მაგ. ოფიში კომპუტერთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები და საოფისე ერგონომიკა, ასევე სამშენებლო ობიექტზე სიმაღლეზე მუშაობის წესები, ქვაბულის უსაფრთხოდ ამოღების სამუშაოები, ელ შემდუღებლის ინტრუქტაჟი და უსაფრთხოდ მუშაობის წესები და ა.შ ).
• ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სწავლება.
• შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციის შესრულება (აუთსორსინგის სახით):
რეგულარული ვიზიტები, კონტროლი, კონსულტაციები.
• საწარმოო შემთხვევების გამოძიება და ანალიზი.
ჩვენი მიდგომა
ინტერვიუ, ინსპექცია და თანამშრომლების ჩართვა — ეს ჩვენი ძირითადი სამუშაო პროცესია.
ჩვენი მიზანია დეტალურად წარმოვაჩინოთ პასუხისმგებლობები და დავამტკიცოთ გუნდის ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სამართლებრივი ბაზა და ლიცენზირება
ჩვენი საქმიანობა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ჩვენი ბოლო სამუშაო ლიცენზია გაცემულია 2025 წლის აგვისტოში, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი პროცედურები და მეთოდები გადამოწმებულია და განახლებულია უახლესი რეგულაციების შესაბამისად.